ცეკვის შესახებ
Main Article Content
ანოტაცია
ლუკიანე სამოსატელი, ანტიკური საბერძნეთის მწერალთა პლეადის წარმომადგენელი, სატირიკოსი, რიტორი და პამფლეტისტი, დაიბადა სირიაში, ქალაქ სამოსატში, რომელიც იმ დროს რომის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. ლუკიანე საკუთარ თავს უწოდებდა სირიელს და მოღვაწეობდა II საუკუნეში. ზუსტი ცნობები მისი ბიოგრაფიის შესახებ უცნობია, ინფორმაციას ნაწილობრივ ისევ მისივე ნაშრომები გვაწვდის. ლუკიანეს საკმაოდ ფართო სამწერლო ასპარეზი მოიცავს ფილოსოფიურ დიალოგებს, სატირულ ნაწარმოებებს, სათავგადასავლო ნაშრომებს. მისი მრავალფეროვანი ჟანრული შემოქმედება წარმოდგენილია რიტორიკული ჟანრის ნაწარმოების, დიალოგების, ეპიდეიკური თხზულებების სახით. მათ შორის დიალოგის ფორმით წარმოდგენილია „ცეკვა“ (ინგლისურ
ვერსიაში) ან „ცეკვის შესახებ“ (რუსულ ვერსიაში), სადაც ორ პერსონაჟს – ლიკინუსსა და კრატონს შორის გამართულ კამათში ლიკინუსი (სავარაუდოდ თავად ლუკიანე) ცდილობს დაუმტკიცოს კრატონს, რაოდენ ნატიფი და დახვეწილია საცეკვაო ხელოვნება, რაოდენ საჭიროა არა თუ მსახიობისთვის – ფლობდეს სხეულს სათანადოდ, არამედ ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც, რადგან ცეკვას
უდიდესი სიამოვნების მოგვრა შეუძლია. ლიკინუსი ცდილობს დაარწმუნოს კრატონი ცეკვის შესახებ მისი შეხედულების სიმცდარეში, რასაც საბოლოოდ წარმატებით ართმევს თავს.