პირიული ცეკვები

Main Article Content

Khatuna Damchidze

Abstract

ისტორიოგრაფიას ძველი ბერძენი და ბიზანტიელი მწერლების, ფილოსოფოსების, სხვადასხვა დარგის საზოგადო მოღვაწეების მიერ შექმნილი ნაწარმოებები უდევს საფუძვლად. სწორედ აღნიშნული წყაროები გვაწვდიან უმდიდრეს მასალას ქორეოგრაფიული შემოქმედების შესახებაც. ამჯერად ყურადღებას ვამახვილებთ საბრძოლო ხასიათის ძველ ბერძნულ ცეკვაზე, „პირიხიას“ სახელწოდებით. აღნიშნული ცეკვის წარმომავლობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობას ჰქონდა ადგილი. საკითხი განხილულია ს. ხუდეკოვის წიგნის „ცეკვების ისტორია“ 1 ტომში, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ. ავტორი მათ „პირიულს“ უწოდებს, თუმცა შესაძლოა „პიროსულიც“ ვუწოდოთ, რადგან ლუკიანეზე დაყრდნობით, ნაშრომში „ცეკვის შესახებ“ „პირიხია“ წარმოსდგა „პიროსისაგან“, წითელთავასაგან - ასე უწოდებდნენ აქილევსის ვაჟს ნეოპტოლემეს, რომელმაც ეს ცეკვა შექმნა. ქართულ საცეკვაო დიალექტურ ნიმუშებთან „პირიხია“ საინტერესოა საბრძო-
ლო ხასიათის ცეკვებთან, მათ შორის „ხორუმთან“ მიმართებით, რადგან მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცეკვის შექმნის ადგილად საბერძნეთი სახელდება, დღესდღეობით იგი მხოლოდ შავიზღვისპირული - პონტოური ქორეოგრაფიის ნაწილია.

Published: May 20, 2024

Article Details

How to Cite
Khatuna Damchidze. (2024). პირიული ცეკვები. Art Researches, 5. Retrieved from https://artresearches.openjournals.ge/index.php/ar/article/view/7815
Section
Articles