„ART კვლე­ვე­ბი“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­თა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დი­მიტ­რი ჯა­ნე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-­კვ­ლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტის შრო­მე­ბის კრე­ბუ­ლი­ა, რო­მე­ლიც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად გამო­დის. წი­ნა­რე გა­მო­ცე­მე­ბის მსგავ­სად, „ART კვლე­ვე­ბი“­-ის ამ კრე­ბულ­შიც, სი­ახ­ლეებით გა­მორ­ჩე­უ­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კაცი­ე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი ხელოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის („მეხსიერების ის­ტო­რი­ი­დან“/ ეს­კი­ზე­ბის კო­ლექ­ცი­ა/“), თე­ატ­რ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის („ქართული თე­ატ­რის „მეორე ოქ­როს ხა­ნა“ (70-იანი წლე­ბის და­საწყი­სი)“), კი­ნომ­ცოდ­ნე­ო­ბის („ვინ მიც­ნობს აქ ? არა, მე არ ვარ ლი­რი! ვინ მეტყ­ვის ვინ ვარ? / თხრო­ბა ეკ­რან­ზე. პოს­ტ­მოდერ­ნიზ­მის პრინ­ცი­პე­ბი/“; „კინემატოგრაფის სტრუქ­ტუ­რა­ლის­ტუ­რი კვლე­ვა და მე­ტა­ფო­რის ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ას­პექ­ტი“), ქო­რე­ო­ლო­გი­ის („საქართველოს აღ­მოსავ­ლეთ მთი­ა­ნე­თის სა­ცეკ­ვაო დი­ა­ლექ­ტი /თუშური, ფშა­უ­რი, ხევ­სუ­რუ­ლი, მო­ხეუ­რი, მთი­უ­ლუ­რი“), სა­ხე­ლოვ­ნე­ბო გა­ნათ­ლე­ბის („ხელოვნების ფი­ლო­სო­ფი­უ­რი შე­ფა­სე­ბის რამ­დე­ნი­მე სა­კითხი“), ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის („რომანტიზმის სიმ­ბო­ლო­ლო­გი­უ­რი რა­კურ­სი“) მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. ყვე­ლა ნაშ­რომს ახ­ლავს ვრცე­ლი რე­ზი­უ­მე­ე­ბი ინ­გ­ლი­სურ და გერ­მა­ნულ ენებ­ზე.
პირ­ვე­ლად ქვეყ­ნ­დე­ბა, ფრან­კო ძე­ფი­რე­ლის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ის ქარ­თული თარ­გ­მა­ნიც, რო­მე­ლიც ლუ­კი­ნო ვის­კონ­ტის შე­სა­ხებ ერ­თ­-ერ­თი თა­ვის („ლუკინო“) პუბ­ლი­კა­ცი­ი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.
ტრა­დი­ცი­უ­ლი რუბ­რი­კა „მუზეუმის კო­ლექ­ცი­ი­დან“ ეძღ­ვ­ნე­ბა მი­ხე­ილ თუ­მანიშ­ვი­ლის 100 წლის იუბილეს. ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რის პე­და­გო­გი­უ­რი და შე­მოქმედ­ბი­თი მოღ­ვა­წე­ო­ბის ამ­სახ­ველ სტა­ტი­ას­თან („ტიტანი“) ერ­თად, წარ­მოდ­გენი­ლია თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათვის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი, ფო­ტო და გრა­ფი­კუ­ლი მა­სა­ლე­ბი. მკითხ­ველს, ასე­ვე, გავაც­ნობთ თე­ატ­რალურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-60-იან წლებ­ში დადგ­მუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის მხატ­ვ­რუ­ლი გაფორ­მე­ბის ამ­სახ­ველ თე­ატ­რა­ლურ­-­დეკო­რა­ტი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს, მათ ატ­რი­ბუ­ცი­ა­სა და, ზო­გადად, მუ­ზე­უ­მის ეს­კი­ზე­ბის კო­ლექ­ცი­ას. „ART კვლე­ვე­ბი“­-ის პირ­ვე­ლი (2019) და მე­ო­რე (2020) კრე­ბუ­ლების მსგავ­სად, დი­მიტ­რი ჯა­ნე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-­კ­ვ­ლე­ვი­თი ინ­ს­ტი­ტუ­ტის შრო­მების მე­სა­მე კრე­ბუ­ლიც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელოვ­ნე­ბო პრო­ცე­სე­ბის ამ­სახ­ველ კვლევებ­თან ერ­თად, სას­წავ­ლო რე­სურ­სად მო­აზ­რე­ბულ ნაშ­რო­მებ­საც აერ­თი­ა­ნებს.

მიმდინარე გამოცემა ტომ. 3 (2021)
გამოქვეყნებული 2021-10-31
სრული გამოცემა
.