საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომების კრებული - „Art კვლევები“ - პირველად 2019 წელს გამოიცა.

„Art კვლევები“-ს II კრებულში გაფართოებულია სამეცნიერო ძიებათა სპექტრი. თეატრმცოდნეობის („თოჯინა რიტუალში, მაგიასა და ხელოვნებაში“, „სპექტაკლის სცენოგრაფია რეჟისორული კონცეფციის კონტექსტში“), ხელოვნებათმცოდნეობის (XIX საუკუნის სათეატრო არქიტექტურის ისტორიიდან“), კინომცოდნეობის (კვლევევბი პოსტმოდერნიზმის ეპოქისა და მეტაფორული კინოს შესახებ), ლიტერატურათმცოდნეობის („რომანტიზმის კულტუროლოგიური ფენომენი“), მუსიკოლოგიის („ვიქტორიენ სარდუს და ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“ /კომპარატისტული ანალიზი) აქტუალურ თემებთან ერთად, წარმოდგენილია ნაშრომები ქორეოლოგიასა („რაჭული საცეკვაო დიალექტი“) და სახელოვნებო
განათლების შესახებ („ხელოვნების სწავლების საკითხისთვის“).

ტრადიციულ რუბრიკაში „მუზეუმის კოლექციიდან“ მკითხველს ვთავაზობთ ცნობილი კინორეჟისორის, მერაბ კოკოჩაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებულ მასალებს, რომლებიც დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტრუქტურაში შემავალ თეატრისა და კინოს მუზეუმშია დაცული. რუბრიკა „მუზეუმის კოლექციიდან“ საგანგებოდ ეძღვნება ბატონ მერაბ კოკოჩაშვილის 85 წლის იუბილეს.

„Art კვლევები“-ს პირველი გამოცემის მსგავსად, დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შრომების ეს კრებულიც ქართული კულტურის ისტორიისა და თანამედროვე სახელოვნებო პროცესების ამსახველ კვლევებთან ერთად სასწავლო რესურსად მოაზრებულ ნაშრომებსაც აერთიანებს.

მიმდინარე გამოცემა ტომ. 2 (2020)
გამოქვეყნებული 2020-12-31
სრული გამოცემა
.

დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 2020

დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 2020