„Art კვლევები“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის ახალშექმნილი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების პირველი კრებულია. იგი ყოველწლიურად გამოვა და თავს მოუყრის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევის შედეგებს ქართული ხელოვნების და, ზოგადად, ქართული კულტურის ისტორიისა თუ თანამედროვეობის მნიშვნელოვან თემებსა და პრობლემებზე, ასევე, უნივერსიტეტის სასწავლო რესურსად მოაზრებულ და ამ მიზნით მომზადებულ ნაშრომებს.

კრებულში „Art კვლევები“ პირველად ქვეყნდება მასალები საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სტრუქტურაში გაერთიანებული თეატრისა და კინოს მუზეუმის კოლექციიდან. იგი ასახავს ქართული თეატრმცოდნეობის პატრიარქის, თეატრის ისტორიის ცნობილი მკვლევრის, პროფესორ დიმიტრი ჯანელიძის მიერ გასული საუკუნის 70-იან წლებში მოწყობილ ხალხურ სანახაობათა შემსწავლელი ექსპედიციის ფოტოქრონიკას. თითქმის ნახევარი საუკუნის წინანდელი ეს ფოტოდოკუმენტები თეატრის მკვლევართათვის დღეს უკვე ისტორიული მნიშვნელობის მასალაა.

რუბრიკით „მუზეუმის კოლექციიდან“ მკითხველი ეტაპობრივად გაეცნობა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში დაცულ, სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოებისათვის აქამდე უცნობ, მასალებს.

მიმდინარე გამოცემა ტომ. 1 (2019)
გამოქვეყნებული 2019-12-31
სრული გამოცემა
.

ბერიკები სოფელ საბუედან

მანანა ამაშუკელი, თამარ ქუთათელაძე

დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 2018-2019

დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტ