„Art კვლევების“ მეხუთე საიუბილეო კრებული ეძღვნება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.

წინა კრებულების (2019-2022) მსგავსად, მკითხველს ამჯერადაც სიახლეებით გამორჩეულ, მრავალფეროვან და საინტერესო სამეცნიერო პუბლიკაციებს ვთავაზობთ თეატროლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, კინომცოდნეობის, ქორეოლოგიის, სახელოვნებო განათლების, მათ შორის სათეატრო განათლების, ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებებით. ვრცელი რეზიუმეები ინგლისურ და გერმანულ ენებზე აღნიშნული პუბლიკაციების საერთაშორისო სამეცნიერო მიმოქცევაში ინტეგრირებას ემსახურება.

ტრადიციულად, „Art კვლევების“ ამ კრებულშიც დიდი ადგილი ეთმობა დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტრუქტურაში გაერთიანებულ თეატრისა და კინოს მუზეუმში დაცულ და ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ მასალებს.

ინსტიტუტის შრომების კრებულის „Art კვლევები“ მიზანია დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოველწლიური კვლევითი საქმიანობის შედეგების პროფესიული და ფართო საზოგადოებისთვის გაზიარება.

მიმდინარე გამოცემა ტომ. 5 (2023)
გამოქვეყნებული 2023-11-10
სრული გამოცემა
.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი